Airsoft Arena Georgia არის დახურული სპორტულ-გასართობი სივრცე, სადაც თამაში აერთიანებს ადრენალინს, გუნდურობას და ტაქტიკურ აზროვნებას. ყველა აღჭურვილობა განკუთვნილია სპეციალურად აირსოფტისთვის და გამოიყენება უსაფრთხო, კონტროლირებულ გარემოში. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტებია უსაფრთხოება, გუნდური თამაში და სამართლიანი კონკურენცია.
არენა მდებარეობს თბილისი მოლის მე-3 სართულზე, სრულად დახურულ სივრცეში. სათამაშო მოედანი მოწყობილია შენობებით, დერეფნებით, სხვადასხვა ტიპის საფარებითა და ტაქტიკური ზონებით, რაც თამაშს უფრო დინამიკურსა და რეალისტურს ხდის. დახურული სივრცის წყალობით, თამაში ნებისმიერ ამინდში შესაიებელია.
თამაშის დაწყებამდე თითოეული ჯგუფი გადის სრულ ინსტრუქტაჟს. ინსტრუქტორები დეტალურად აცნობენ მონაწილეებს აღჭურვილობის გამოყენებას, უსაფრთხოების წესებსა და თამაშის სცენარს. თამაშის განმავლობაში ინსტრუქტორები ჯგუფთან ერთად იმყოფებიან სათამაშო სივრცეში და აკონტროლებენ პროცესს.
თამაში ყოველდღე მიმდინარეობს ამინდის მიუხედავად — არენა სრულად დახურულია და კონდიცირებული.
ფასში შედის ყველაფერი: ეარსოფტის რეპლიკა (AEG მოდელი), დამცავი ნიღაბი და სათვალე, ჟილეტი, ხელთათმანები და ბურთულები.
თამაში ხელმისაწვდომია 12 წლიდან. 18 წლამდე — მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ერთ თამაშში მონაწილეობს 4-დან 20 მოთამაშემდე.
თბილისი მოლში: დიდი უფასო დახურული პარკინგი, კაფეები და დასვენების ზონები იქვეა.